„რუსი სამხედროები ყირიმს ტოვებენ“

უკრინაში ლიტვის ელჩის პიატრას ვაიტეკუნასის განცხადებით, მას აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები ყირიმს ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი” ავრცელებს.
„მე ვიცი, რომ რუსეთის ბაზების ძირითადი ნაწილი ყირიმს ტოვებს. ვხედავ, როგორ მიფრინავენ თვითმფრინავები სამხედროებით რუსეთისკენ. ამას გარდა, მე ეს ინფორმაცია ძალიან სანდო წყაროსგან მაქვს მიღებული“, –  განაცხადა ლიტვის ელჩმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით, ის აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას სხვა წყაროებთანაც შეეცადა, თუმცა ჯერ დადებითი პასუხი აღნიშნულ საკითხზე არ მიუღია. ელჩის განცხადებით, ჯარების გაყვანა დასავლეთის სწორად წარმართულ პოლიტიკას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები