„რუსეთი ვალდებული იქნება, სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ოპერაცია ჩაატაროს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შეამოწმების დროული გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრისას ჟურნალ „ნაციონალური თავდაცვის“ რედაქტორმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა. “როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს უფლება აქვს შეამოწმოს რუსეთის ჯარების მზადყოფნა და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ფლოტს სხვადასხვა ამოცანების შესრულების უნარი. იმ მოვლენების ფონზე, რომელიც უკრაინაში ასე სწრაფად ვითარდება, საჭიროა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი დავალება” – განაცხადა კოროტჩენკომ.
 მისი აზრით, მთავარი საფრთხე დღეს არის ის, რომ „ბანდიტურმა ნაციონალისტურმა ძალებმა ხელისუფლება მთელ დასავლეთ უკრაინაში მიიტაცეს “.
„დღეს ისინი მართავენ უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთი ვალდებული იქნება, სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ოპერაცია ჩაატაროს“, – აღნიშნა კოროტჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები