მაიდანზე სასტიკად ნაცემი 26 წლის აქტივისტი გარდაიცვალა (ფოტო)

სასტიკად ნაცემი 26 წლის მაიდნელი აქტივისტი გარდაიცვალა. დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ხმელნიცკში მცხოვრებმა არტიომ მაზურმა თავის ტვინზე ტრამვა 18 თებერვალს მიიღო და მას შემდეგ გონზე არ მოსულა. დღეს კი ის კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ხმელნიცკის დეპუტატმა ალექსანდრ სიმჩიშინმა განაცხადა, არტიომი მიტინგის პირველივე დღეებიდან მაიდანზე იყო და მშობლიურ ქალაქში პერიოდულად, ოჯახის მოსანახულებლად ჩადიოდა. ამ დრომდე დაუდგენელია  ვინ სცემა არტიომი – ეჭვი როგორც „ბერკუტის“, ისე „ტიტუშკების“ წევრებზე აქვთ. 

1964380_723911457653701_114155676_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები