ევროპის საბჭოს და აშშ-ს ერთი აზრი აქვთ – რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი აზრი აქვთ – რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს. ამის შესახებ განცხადება, ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა დონალდ ტუსკმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ და ამერიკამ უნდა იმუშაონ, რათა ეფექტური საერთაშორისო მონიტორინგი შეიმუშაონ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. ამერიკა და ევროპის საბჭო აფრთხილებენ რუსეთს, რომ თუ უკრაინაში მდგომარეობა გაუარესდება, სანქციები გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები