მოსკოველი მილიარდერის ვაჟმა ეფექტური ფოტოს გადაღებისას თავი ჩამოიხრჩო

მოსკოვის დასავლეთით, მილიარდერი  ბანკირის – „რუსული იპოთეკური ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის  14 წლის  ვაჟი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.  გარდაცვლილი მოზარდი მამამ აღმოაჩინა. ბანკირმა მაშინვე სასწრაფო -სამედიცინო სამსახურს გამოუძახა, თუმცა სამწუხაროდ, ბიჭის გადრჩენა ვეღარ შეძლეს, – ინფორმაციას მოზარდის გარდაცვალების შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ის თავის მოკვლას სულაც არ აპირებდა. ჟურნალისტების განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭი უზრუნველად, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, უახლოეს პერიოდში კი სასწავლებლად ლონდონში მიემგზავრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის შვილი ეფექტური ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რომ ის მოგვიანებით, ინტერნეტის მეშვეობით ნაცნობ-მეგობრებისთვის გაეზიარებინა. მან შვედურ კედელზე ბაწარი ჩამოჰკიდა და ფოტოს გადასაღებად ყულფში თავი გაჰყო, თუმცა  გადაღების პროცესი ტრაგიკული შედეგით დასულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები