მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ობამა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს

გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს.
„ორი ქვეყნის ლიდერმა ამ თემაზე ისაუბრა და შეთანხმდა, რომ ახლა არ არის იარაღის მიწოდების დრო“, – ამბობს ვაშინგტონში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი პიტერ ვიტიგა.
1-ელ თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ამერიკის მაღალჩინოსნები და სამხედრო წარმომადგენლები განიხილავდნენ კიევში იარაღის მიწოდების შესაძლებლობებს. ამასთან, კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელშიც კიევში 2017 წლამდე 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება განიხილება, მათ შორის იარაღის მიწოდება. ბარაკ ობამა თვლის, რომ უკრაინაში შეტანილი იარაღი შესაძლებელია „უცხო პირების ხელში“ აღმოჩნდეს. ვაშინგტონშიც აღნიშნავენ, რომ იარაღის მიწოდების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა თეთრ სახლში ეს თემა განიხილება.
აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის განმავლობაში სამხედრო დახმარება კიევს ნატოს წევრმა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გაუწია. ყველაზე დიდი დახმარება კი კიევმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო. ვაშინგტონმა 320 მილიონი დოლარი გამოყო. თუმცა კიევისთვის საომარ დახმარებაზე უარს ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ამბობს. მათ შორის: გერმანია, საფრანგეთი, დანია, ესტონეთი, იტალია, პოლონეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები