მადურო ობამას შეთქმულებაში ადანაშაულებს

„როიტერის“ ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამერიკის ლიდერ ბარაკ ობამას ვენესუელის მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებაში ადანაშაულებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ამერიკის იმპერიალური ელიტის წარმომადგენელმა ბარაკ ობამამ, გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ვენესუელის მთავრობის ხელში აღება და მისი მართვა“, – ამბობს პრეზიდენტი.
მადუროს განცხადებით, ობამამ გადაწყვიტა, დატოვოს ისეთივე სახელი, როგორც მისმა წინამორბედმა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. პრეზიდენტი ასევე ასახელებს შვიდ მაღალჩინოსანს, რომლებზეც სანქციები დაწესდა. როგორც ცნობილია, 9 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვენესუელის ხელისუფლების შვიდ წარმომადგენელზე სანქციები დააწესა. თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონის ინფორმაციით, სანქციების დაწესების მიზეზი, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა გახდა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, მათ ეკრძალებათ ამერიკის შეერთებული შტატების დატოვება და მათი ანგარიშები იქნება დაბლოკილი. სანქციების დაწესების შემდეგ ვენესუელამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ელჩი მაქსიმილიანა არველასი გამოითხოვა. ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. ჯერ კიდევ 17 თებერვალს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნიდან ამერიკის სამი დიპლომატი გაუშვა. მან ამერიკა ქვეყნის დამხობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები