ლუგანსკში 13 წლის მოზარდი ნაღმზე აფეთქდა

ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 13 წლის მოზარდი ნაღმზე აფეთქდა. “ლიგა-ნეტის” ინფორმაციით, ნაღმის ნამსხვრევები მას მუცლისა და მკერდის არეში მოხვდა. უკრაინელი მედიკოსების განცხადებით, ავადმყოფის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია. ამ ეტაპზე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი საშუალება მან საკუთარი სახლის ეზოში იპოვა და შინ წაიღო, ის კი მოულოდნელად ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები