პუტინმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ღირსების ორდენი გადასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ღირსების ორდენი გადასცა. მსგავსი ჯილდოთი რუსეთის პრეზიდენტმა ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ათლეტი და სპორტის დამსახურებული ოსტატი ლარისა ლატინინა დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ კადიროვის დაჯილდოება საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რადგანაც კადიროვი ბოლო ორი დრის განმავლობაში ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადოევთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.
კადიროვის განცხადებით, დადაევი ჭეშმარიტი მუსულმანი იყო და, მისი აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, რუსმა სამართალდამცავებმა უნდა დაამტკიცონ, რომ დადაევი ნამდვილად მონაწილეობდა ნემცოვის მკვლელობაში. ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაში, სკეპტიკურად განწყობილი საოზგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯილდოთი პუტინმა კადიროვის მოსყიდვა გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები