კრიზისი უკრაინაში – რუსეთმა ულტიმატური წამოაყენა
შავი ზღვის რუსეთის ფლოტის სარდალმა ალექსანდრ ვიტკომ უკრაინის სამხედრო ძალებს ულტიმატუმი წაუყენა. მოთხოვნის თანახმად, სამხედროები 4 მარტის დილის 5 საათამდე ყირიმის ადგილობრივი ხელისუფლების მხარეს უნდა გადავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია ყირიმის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გაავრცელა.
„ულტიმატუმის შესახებ ინფორმაციას ვადასტურებ. მე უკვე ვესაუბრე უკრაინის ფლოტის ოფიცრებს. მათ ბორტზე პირადად იმყოფებოდა ვიცე-ადმირალი ალექსანდრ ვიტკო, რომელმაც აღნიშნული ულტიმატუმი გააჟღერა. დღეს ჩვენმა გემებმა დაბლოკეს სევასტოპოლის გემების ნავსადგური“, – განაცხადა სელეზნიოვმა.
მოთხოვნის თანახმად ისინი ან ყირიმის ხელისუფლების მხარეს უნდა გადავიდნენ, ან დაყარონ იარაღი და დატოვონ ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სამხედროები მათზე შტურმს განახორციელებენ.