ივნისში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გამართული “ფორუმი” მსოფლიოს შეძრავს

16-29 ივნისს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გამართული “ფორუმი” “ჯარი – 2015” მსოფლიოს შეძრავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება რუსეთის შემოგარენთან ახლოს სპეციალურად “ფორუმისთვის” შექმნილ ტეროტორიაზე – “პატრიოტზე” გაიმართება. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახის იარაღი. სანახაობა იარაღის მოყვარულთათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, 10 საგამოფენო კომპლექსისგან შემდგარი ტერიტორია 45 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება გაშლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები