ბორის ნემცოვის მკვლელობა მის მიერ ისლამის “გაკრიტიკებამ” გამოიწვია

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობა მის მიერ ისლამის გაკრიტიკებამ გამოიწვია. აღნიშნული განცხადება მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა მაშინ გააკეთა, როდესაც სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენება მისცა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, ის ზაურ დადაევს პირადად იცნობდა და რუსეთის პატრიოტი იყო. კადიროვის განცხადებით, დადაევს ლეიტენანტის წოდებაც კი ჰქონდა მინიჭებული, ვაჟკაცობისთვის კი შესაბამისი წოდებითაც კი დააჯილდოვეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადებით, დადაევს იცნობდნენ, როგორც ჭეშმარიტ მუსულმანს, ადამიანს, რომელიც არასდროს მიაყენებდა სხვებს ზიანს. კადიროვმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს და, დადაევის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, გამოიკვლევს, ნამდვილად იყო თუ არა ის დამნაშავე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები