ემირ კუსტურიცა: რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსები უნდა დაიცვას

ცნობილ კინორეჟისორს ემირ კუსტურიცას მიაჩნია, რომ რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების უსაფრთხოება უნდა დაიცვას და შესაბამისად ქვეყანა კატასტროფისგან იხსნას.
„სამწუხაროდ, უკრაინა  ახლა იმავე გზით მიდის, რა გზითაც თავის დროზე იუგოსლავია წავიდა. ძალიან ვწუხვარ იმ კატასტროფის გამო, რაც დღეს იქ ხდება. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი მოვალეა საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, – აღნიშნა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კინორეჟისორმა.
მისი თქმით, ამჟამად როკ-ჯგუფ  “The No Smoking Orchestra”-სთან ერთად გასტროლებზე სამარაში იმყოფება. მუსიკალური ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს უკრაინაში საგასტროლო ტურით ჩავიდეს და იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდასაჭერი კონცერტი გამართოს.
რაც შეეხება სამარაში დაგეგმილ კონცერტს, კუსტურიცას თქმით,  ჯგუფი ერთ-ერთ სიმღერას სპეციალურად უკრაინაში მცხოვრები რუსი მოსახლეობის მხარდასაჭერად შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები