“ბოევიკებმა” ლუგანსკის „რესპუბლიკასა“ და უკრაინას შორის მდებარე სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს

“ბოევიკებმა” ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და უკრაინას შორის მდებარე სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება შიპილოვოს სადგურიდან 51-ე კილომეტრში მოხდა. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა სერგეი ივანუშკინმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხიდი ორ მხარეს შორის დამაკავშირებელი რგოლი იყო, ხოლო სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა კი მაშინაც არ შემწყდარა, როდესაც საომარი მოქმედებები ყველაზე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა. ლუგანსკში მომხდარზე პასუხისმგებლობას უკრაინულ მხარეს აკისრებენ. უკრაინულ მხარეს კი განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები