სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი სუპერმარკეტის შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ჯარისკაცს 21 თებერვლის შემდეგ ეძებდნენ. მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. გამოძიება ცდილობს, დაადგინოს თუ რა გახდა ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯარისკაცის ჩამომხრჩვალი ცხედარი ქალაქ გიუმრთან იპოვეს. აღნიშნული ქალაქი კი ცოტა ხნის წინ ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ვინც ავეტისიანების ოჯახი ამოხოცა, რუსი ჯარისკაცი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები