რუსული მედია: სააკაშვილს ავტომობილის შესაძენად საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს “ჰიუნდაის” მოდელის ავტომობილის შესაძენი თანხა არ ეყო, რადგანაც უკრაინაში “ჰიუნდაის” ავტომობილი სააკაშვილს ისე შეუფასეს, როგორც “მაზერატის” მოდელის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი. რუსული მედიის ინფორმაციით, პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარემ კიევში საცხოვრებელი სახლის აშენებაც გადაწყვიტა, თუმცა ნაკვეთის გადაფორმებასთან დაკავშირებული პროცდურების გამო, ეს საქმეც გაჭიანურდა და საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა.
უკრაინის რეგულირების პოლიტიკისა და მეწარმეობის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ბროდსკიმ კი სააკაშვილის განცხადება მოკლე კომენტარით შეაფასა და განაცხადა, რომ ყველაფრის თავი “ნეპოტიზმია.
“ყველაფერი იაცენიუკის ბრალია. უკრაინაში რეფორმების გატარების ნაცვლად მან მთავრობა ნათესავებით “გაავსო”. უკრაინაში მინისტრის თანამდებობაზე იაცენიუკის ნათესავები და თანაკლასელები ინიშნებიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი მისი თანაკლასელია, რკინიგზის დირექტორიც მისი თანაკლასელია, ყველგან თანაკლასელები არიან“, – განაცხადა ბროდსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები