ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ალა პუგაჩოვას მეზობლები იყვნენ
ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმები გუბაშევები რუსი პრიმადონას – ალა პუგაჩოვას მეზობლები იყვნენ. მოსკოვთან ახლოს მდებარე სოფელ კოზინოში მეზობლებს ცისფერი ღობე ჰყოფდათ. მეზობლების ინფორმაციით, გუბაშევებს, მათი მოკრძალებული ბარაკის მიუხედავად, ხშირად სტუმრობდნენ ადამიანები ძვირად ღირებული მანქანებით.
“თავდაპირველად გვიკვირდა, მაგრამ მალევე შევეჩვიეთ ამ ფაქტს, ძმებ გუბაშევებს მორწმუნე ადამიანების სახელები ჰქონდათ. ამიტომ სოფელში ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ისინი ვინმეს მკვლელობაში მონაწილეობას მიიღებდნენ”,- განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.