ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის კრიზისი სანქციების გარეშე მოგვარდება, რადგანაც უკრაინის მაგალითზე საჭიროა, რომ ევროპამ საფრთხეებთან გამკლავება ისწავლოს.
აღსანიშნავია, რომ დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იაპონიაში ვიზიტისას საწინააღმდეგო განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგი უმჯობესია, თუმცა სანქციების გაუქმება ამ ეტაპზე არც განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები