ნიუ-იორკში პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა
კვირას ნიუ-იორკში რუსეთის ყირიმში შეჭრის პროტესტის ნიშნად აქცია გაიმართა დევიზით: “რუსეთის საკონსულოს თავისუფლების მარში”. დემონსტრანტები ბრაიანტის პარკიდან თაიმს სქვერამდე ფეხით მივიდნენ, შემდეგ კი რუსეთის გაეროს მისიასთან შეიკრიბნენ. მარში რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან დასრულდა, სადაც მათ თავაზიანი, მაგრამ წესრიგის დამცველი პოლიციელების ბარიერები დახვდათ. რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან ორი ათასი ადამიანი საათნახევრის განმავლობაში უკრაინულ სიმღერებს მღეროდა და უკრაინის დროშები ეჭირათ. დემონსტრანტების პლაკატებზე ეწერა: “დიქტატორო, წადი”,”უკრაინა – არ არის რუსეთი”,”პუტინი არ არის რუსეთი“, პუტინი – ფაშისტი”, “დღეს ყირიმი – ხვალ ალიასკა”,”გმირები არ კვდებიან”,”დღეს ჩვენ – ყველანი უკრაინელები ვართ”, „იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, სად გაიქცევა პუტინი?”. უკრაინული დროშების გარდა მიტინგზე აშშ-ის და პოლონეთის დროშებიც ფრიალებდა.