“კიევ.პოსტი” უკრაინაში მებრძოლ მამუკა მამულაშვილს სტატიას უძღვნის
უკრაინული გამოცემა “კიევ. პოსტი” უკრაინაში ქართული ბატალიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს სტატიას უძღვნის. მიუხედავად იმისა, რომ მამულაშვილი ათლეტური აღნაგობის დაკუნთული სარდალია, ის განათლებული ადამიანის არიც,- ნათქვამია სტატიაში.
ქართული ბატალიონი უკრაინაში 2012 წლიდან არსებობს, თუმცა ოფიციალური სტატუსი მას დღემდე არ აქვს. სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველი მებრძოლი უკრაინამდე აფხაზეთში, ჩეჩნეთში დ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც იბრძოდა. აფხაზეთის ომში მამასთან ერთად მონაწილეობდა, მაშინ 15-16 წლის იყო.
მამულაშვილი უკრაინაში რუსების ძალადობრივ პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი ისე მოქმედებს, როგორც ქვის ხანაში, ქართველებმა კი, უკრაინელების მსგავსად, ძალების მობილიზება უნდა მოახდინონ და რუსეთის აგრესიას შეეწინააღმდეგონ.