გიორგი გაბუნია – მარკო რუბიოს განცხადებაზე: ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე

“ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე,”- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ
გიორგი გაბუნიამ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„გასათვალისწინებელია კითხვა, რომელიც იყო დასმული სრულიად დემაგოგიური ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჯო უილსონისგან და შესაბამისად კითხვა და პასუხიც სრულიად ნათელი მინიშნება იყო იმისა, რომ მარკო რუბიოს ჰქონდა ზოგადი შეფასება და აქ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით.
ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. არანაირი პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მოხდება, ვინაიდან ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და ინტერესები და აქ კომპრომისი არ იქნება არაფრის ფასად“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები