დონეცკის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33-ს მიაღწია

დონეცკის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 33-ს მიაღწია, სამი გარდაცვლილის სხეული მაშველებმა მაღაროდან დღეს დილით ამოიტანეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არიან დაკარგულებიც. სამძებრო სამუშაოები მაღაროში ამ წუთებშიც გრძელდება. მაღაროში სულ 207 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 5 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. დღეს 12 საათზე უკრაინაში მაღაროში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები