უკრაინაში დღეს გლოვის დღეა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 5 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში დღეს 12 საათზე დროშები დაშვება და მოქალაქეები წუთიერი დუმილით დონეცკის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ. გუშინ დონეცკში მომხდარმა აფეთქებამ 30 -მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაღაროში 207 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სამძებრო სამუშაოები კი მაღაროში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები