უკრაინაში საზღვრის დარღვევისთვის ქართველები დააკავეს

 უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქში, ადგილობრივმა მესაზღვრეებმა საზღვრის დარღვევისთვის ქართველები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქართველოში მცხოვრები ორი პირი სლოვაკეთში გადასვლას უკანონოდ, საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით აპირებდნენ. მამაკაცებს თან პირადობის დამადასტურებელი არავითარი საბუთი არ გააჩნდათ. მათი განცხადებით, ისინი ამ გზით სამუშაოს საძებრად გერმანიაში გადასვლას აპირებდნენ. უკრაინაში ისინი კანონიერი გზით მოხვდნენ, ხოლო სლოვაკეთში გადასვლა “Google maps”-ის მეშვეობით დაგეგმეს. ამ დროისთვის სამართალდამცველები მათ ვინაობას ადგენენ. ადმინისტრაციულ-პროცედურული საბუთების შედგენის შემდეგ, სამართალდამრღვევებს სასამართლოში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები