ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის საზღვრებთან მინიმუმ 10 ემიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის საზღვრებთან მინიმუმ 10 ემიგრანტი დაიღუპა. ლიბიიდან იტალიაში ისინი უკანონოდ გადასვლას ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე ზომის ნავს მაშველებმა შემთხვევით მიაგნეს და 200 -მდე ემიგრანტი სიცილიაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გასულ თვეს ანალოგიურ სიტუაციაში 300- მდე ემიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები