პუტინმა ატომური შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გამოაცხადა

  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ატომური შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი სარაკეტო თავდასხმითი და თავდაცვითი სამხედრო ბაზები საბრძოლო მოქმედებაშია მოყვანილი. ასევე – სარკინიგზო ატომური სარაკეტო კომპლექსები, რომელთაც ვერც ერთი ქვეყნის რადარი ვერ აფიქსირებს და დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებაში არ არსებობს. სარაკეტო კომპლექსი კოსმოსური მართვის წერტილოვანი სტრატეგიული იარაღია და საშუალო სიშორის და საკონტინეტთაშორისო ატომური ბალისტიკური რაკეტებითაა აღჭურვილი, რომელთა ფრენის სიშორე 15 000 კილომეტრს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები