რა ქონება დაუტოვა ბორის ნემცოვმა შვილებს

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის თვიური შემოსავალი საშუალოდ 20 ათას დოლარამდე მერყეობდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო meganovosti წერს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა მის ბიუჯეტზე უარყოფითად იმოქმედა, რადგანაც ნემცოვი სამეწარმეო ბიზნესითაც იყო დაკავებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ინვესტიციები წარუმატებლად სრულდებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნემცოვი არაერთი კომპანიის აქციებს ფლობდა. ფინანსურ მოგებას ის ცნობილი კომპანიებისგან ღებულობდა, მათ შორის იყო “ალფა ბანკი” და “სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი”. meganovosti-ის ინფორმაციით, 2008 წელს, ნემცოვის წლიურმა მოგებამ 180 მილიონ რუბლს გადააჭარბა. 2014 წელს კი ეს მოგება გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები