დუმამ ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირა

  რუსეთის სახელმწიფო დუმაში ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის 16-მა დეპუტატმა 28 თებერვალს დაარეგისტრირა. “როდესაც ვერ ხდება საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა უცხო სახელმწიფოში ეფექტური, სუვერენული ხელისუფლების არარსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი უფლებები და თავისუფლება, უზრუნველყოს სახელმწიფო ფუნქციების მშვიდობიანი აღსრულება, მივიღოთ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში, როგორც უცხო ქვეყნის ახალი სუბიექტი”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები