უკრაინელი პოლიტიკოსი ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს მოკვლით ემუქრება

უკრაინელი პოლიტიკოსი იგორ მოსიჩუკი ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს მოკვლით ემუქრება. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მან მეგობრის მიერ ნაჩუქარი დანის ფოტოსურათი განათავსა და დაწერა, რომ ეს დანა შესაძლოა, ჩეჩნეთის მეთაურზე შურისძიებისთვის გამოეყენებინა. მოსიჩუკს კადიროვის მიმართ მსგავსი აგრესია პირველად არ გამოუვლენია. “აზოვის” ბატალიონის გენერლობის პერიოდში სოციალურ ქსელში მან ვიდეო განათავსა, სადაც კადიროვს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობდა და მოკვლით ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები