ბელგიაში განუკურნელი სენით დაავადებული ბავშვების სიკვდილს დააჩქარებენ

  ბელგიელების მეფემ ფილიპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ევთანაზიას დაუშვებს. განუკურნელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის ესპანურმა ფონდმა “Citizen Go”-მ ბელგიელ მონარქს 20 ქვეყნის 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა გადასცა. ამათში 5 ათასია ბელგიელი. მათი მოთხოვნაა, ხელი არ მოაწეროს არასრულწლოვნებში ევთანაზიის კანონს.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ბავშვთა ევთანაზიას ბელგიის სენატმა მხარი უკვე დაუჭირა. კანონი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა უფლებას, მშობლების ან მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ევთანაზიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ბავშვის განკურნება არ ხერხდება, „განიცდის მუდმივ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას“, რომელთა „შემსუბუქებაც შეუძლებელია“. ამასთანავე, აუცილებელია ფსიქოლოგმა დაადასტუროს, რომ „ბავშვი სრულად აცნობიერებს ამ გადაწყვეტილების შედეგებს“. ბოლო გამოკითხვების შედეგებით, ბავშვთა ევთანაზიას ქვეყნის მოქალაქეთა 75% უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები