სერგეი ლავროვი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთს სანქციებით ნუ ემუქრებიან

  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინის ვითარების გამო რუსეთს სანქციებით ნუ ემუქრებიან. ამის შესახებ ლავროვმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. “ისინი, ვინც ცდილობს შექმნილი სიტუაცია აგრესიად გაიგოს, სანქციებითა და ბოიკოტით იმუქრებიან – ეს ის ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც თანამიმდევრულად და დაჟინებით მოუწოდებდნენ თავიანთ პოლიტიკურ ძალებს დიალოგზე უარის თქმისკენ, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთით არეულობების უგულებელყოფისკენ და, საერთო ჯამში, უკრაინული საზოგადოების პოლარიზაციისკენ”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება. “ინფორმაციებს ვიღებთ ახალი პროვოკაციების მზადების თაობაზე, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები