მედვედევი: რუსეთსა და ყირიმს შორის ხიდს ავაშენებთ

   ფედერალური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის ხელისუფლებასთან შარშან, დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას. საუბარია ქერშის სრუტეს გავლით სატრანსპორტო კორიდორის შექმნაზე, კერძოდ კი რუსეთსა და ყირიმს შორის ხიდის მშენებლობაზე. „უკრაინა იყო არის და იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, თუმცა ჩვენ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ აღებული ვალდებულებები, ვგულისხმობ დოკუმენტს, რომელიც სატრანპორტო დერეფნის შექმნას გულისხმობს და რომლის შეცვლაც არ შეგვიძლია, რადგან ეს ორ ქვეყანას შორის მიღებული გადაწყვეტილებაა და დამტკიცებულია ხელმოწერებით“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ ფედერალური ხელისუფლების ფინანსთა მინისტრს ანტონ სილუანოვს უკვე დაავალა ყირიმისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის დოკუმენტის მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები