„თვითმმართველობაში ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის შექმნა პროდუქტიული ვერ იქნება“
„თვითმმართველობაში ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის შექმნა უაზრობაა, ის ვერც იფუნქციონირებს და ვერც პროდუქტიული იქნება“, – აღნიშნული განცახდება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კაციტაძემ ხელისუფლების ინიციატივა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ცენტრი ბიზნესის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
„ამ ცენტრის პერსპექტივაზე საუბარი დამთავრებულია. ეს „ქამრების შემოჭერის“ ფონზე მორიგი სახელისუფლებო შეცდომაა, რომელიც შეიძლება ბოდოკიას ტიპის დანაშაულებამდე მივიდეს. ხელისუფლებას ამ ცენტრით ბიზნესისადმი ხელშეწყობა როგორ წარმოუდგენია, არ მესმის“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.