თბილისში ელექტრონული მუსიკის გრანდიოზული ფესტივალი იწყება

დღეს UNERWHEEL CLUB -ში დიჯეი TV NOISE-ის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ, „კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა დღეს „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემთან მოვიდა სტუდენტების და ახალგაზრდების დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი და მთხოვეს, მიგვეცა საშუალება, მოესმინათ იმ ელექტროშემსრულებლებისთვის, რომლებიც მსოფლიოში არიან აღიარებულნი. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ საქართველოს ახალგაზრდობას ბოლოს და ბოლოს ეღირსოს და მიეცეს ხარისხიანი მუსიკის მოსმენის საშუალება. დიდი აჟოიოტაჟია ატეხილი. ჩვენ წინასწარ არ ვისაუბრებთ დეტალებზე, მაგრამ მსმენელს ყველა საშუალებას მივცემთ, რომ გაერთოს და მოუსმინოს ხარისხიან მუსიკას“, – ამბობს დავით ოქიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები