სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდება

დღეს, 16:00 საათზე, საქართველოს პედაგოგ – ქორეოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით, თბილისის მეორე საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში, ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმში სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელობის სასწავლებლის სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები