საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება

დღეს, 12:00 საათზე, ბათუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დროს საუბარი შეეხება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. მიხეილ გიორგაძე კოლეგას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებსა და კატალოგებს გადასცემს.
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ესტუმრება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, შეხვდება სასწავლებლის ხელმძღვანელობას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. კულტურის მინისტრის ბათუმში გასვლითი სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს, 28 თებერვალს, სატუმრო „შერატონში“ დაგეგმილი სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, ასევე „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე, საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილეებსა და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები