ლოკოკინო: ძეგლი „მზიურის“ მეხსიერებისათვის

დღეს, 16:00 საათზე „მზიურში“ ინსტალაცია გაიმართება. როგორც ცნობილია, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ 1980-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა და ათწლეულების მანძილზე პოპულარული ადგილი იყო თბილისის ოჯახებისა და ბავშვებისათვის. თუმცა, მოგონებები ამ ადგილის შესახებ ნელ-ნელა ქრება. პარკში არსებული მიტოვებული არქიტექტურა ძნელად თუ გაგვახსენებს მის სახელოვან წარსულს.
ლოკოკინო, ეს არის პარკის ცენტრში მდებარე, მოზაიკით დაფარული ნიჟარა, რომელიც აქ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ელემენტია. ეს არის კინოთეატრი, რომელსაც ამ დანიშნულებით თითქმის არ უარსებია. პროექტი ლოკოკინო მას საზოგადოებისთვის გახსნის. ერთი დღით, აქ არსებული ადგილის სპეციფიკური ინსტალაცია „მზიურის“ დაკარგულ მოგონებებს დააბრუნებს. პროექტის ავტორები არიან: გეოეარის რეზიდენტები – ანდრეა კალინოვა და მარტინ ზაიჩეკი – Abandoned (re)creation.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც პროექტისათვის გაგვიზიარა „მზიურის“ შესახებ არსებული საოჯახო ფოტოები, საარქივო მასალა და მოგონებები“. – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.
პროექტი ხორციელდება K.A.I.R. – Košice Artist in Residence-თან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით. პროექტს, ასევე, მხარს უჭერს ECF STEP Beyond.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები