ახმეტელის თეატრში სპექტაკლ „პიტერ პენის“ პრემიერა გაიმართება

28 თებერვალს და 1 მარტს, 14:00 საათზე, ახმეტელის თეატრში ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოების მიხედვით ზღაპრის სპექტაკლ „პიტერ პენის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა დადგა. პიტერ პენი – ცელქი ბიჭუნა კუნძულ ნევერლენდიდან, რომელსაც ფრენა შეუძლია და რომელიც არასოდეს ბერდება, ფერია წკრინ ბელისა და ვენდის დახმარებით მეგობრებთან ერთად ბოროტ მეკობრეებს ებრძვის. კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს, კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, მაგრამ ნევერლენდი ხომ ზღაპრული კუნძულია, ზღაპრის ბოლო კი ყოველთვის კეთილია, ამიტომ პიტერ პენი მეგობრებთან ერთად ბოროტებას ამარცხებს.
მიმდინარე სეზონზე პიტერ პენი რიგით მესამე საბავშვო სპექტაკლია, რომელიც ახმეტელის თეატრში დაიდგა. რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა 2014 წლის 22 ოქტომბერს ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით ზღაპარი „რაპუნცელი“ წარმოადგინა . 2014 წლის 14 დეკემბერს კი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ და რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა ასტრიდ ლენდგრენის ცნობილი ნაწარმოები პეპი გრძელი წინდა (მიუზიკლი) დადგეს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი ჭუმბურიძე, გვანცა კანდელაკი, შორენა ზუბიაშვილი, სოფია სებისკვერაძე, მაიკო ვაწაძე, გიგი მიგრიაული, ვაჟა ციცილოშვილი, კახა ჯოხაძე, ჯაბა ჯაფარიძე, გაგა მახათაძე. მხატვარი მარიკა კვაჭაძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები