საქართველოს მწერალთა სახლში კოლაუ ნადირაძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ფონდი „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის” მოღვაწეობის დაწყებას სწორედ ამ საღამოთი გეგმავს. ცხინვალის თეატრის რეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი თამარ ხიზანიშვილი, სტუდენტებთან ერთად ცისფერყანწელთა უკანასკნელი მოჰიკანის კოლაუ ნადირაძის საღამოს თეატრალიზირებულ სახეს შესძენს.
„მოიგონებენ კოლაუ ნადირაძეს, როგორც პოეტსა და პიროვნებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩუღურეთის რაიონის დეპუტატის, რიმა ბერაძის დახმარება, რომელმაც ჩვენი ფონდის სახელით შეტანილი თხოვნა დააკმაყოფილა და წინამძღვრიშვილის 17 ნომერში, სადაც კოლაუ ნადირაძე ცხოვრობდა, უახლოეს დღეებში მემორიალური დაფა გაიკვრება. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისშიც, ლერმონტოვის ქუჩაზე მდგარ იმ სახლზე გაიხსნება მემორიალური დაფა, სადაც კოლაუ ნადირაძე დაიბადა და გაიზარდა. ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის დასაწყისი და ყოველი ცისფერყანწელის საიუბილეო საღამოს გამართვას ვგეგმავთ”, – განუცხადა „კვირას“ ფონდ „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის” გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჩხიკვიშვილმა.
კოლაუ ნადირაძისადმი მიძღვნილი საღამო 26 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები