ზუგდიდში ოკუპაციის კვირეული – „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ გრძელდება

23 თებერვალს ზუგდიდის „არტ-გალერეაში“ 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრები ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს და იმ მოზარდებმა, რომლებიც 20 თებერვალს ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმში“ დაესწრნენ ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენებას.
ფილმი მარო მაყაშვილის ბიოგრაფიას ასახავს. მისი რეჟისორი გია ჭუბაბრია ფილმის ჩვენებას ზუგდიდის მერიის მოწვევით დაესწრო და თავად მიაწოდა ბიოგრაფიული ცნობები ახალგაზრდებს მარო მაყაშვილის შესახებ. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მარო მაყაშვილის სახელზე განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებისთვის მისი გაცნობის მიზნით გაკეთდა, რადგან წლების განმავლობაში მასზე არავინ საუბრობდა. ოკუპაციის კვირეული ზუგდიდში 20 თებერვალს გაიხსნა. კვირეულის ფაგლებში 25 თებერვალს, 14:00 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინება ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალები. აქვე გაიმართება ლექცია „საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია“. კვირეული 27 თებერვალს, 15:00 საათზე „არტ-გალერეაში“დაიხურება მერიის მიერ მასში მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები