ქართულ-გერმანული სტუდენტური კო-პროდუქციის ჩვენება გაიმართება

დღეს, 15:00 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, კინო-ტელე ფაკულტეტზე, ქართულ-გერმანული სტუდენტური კო-პროდუქციის „ქალაქური ისტორიები“ დახურული ჩვენება გაიმართება.
2014 წლის ზაფხულში გერმანელი სტუდენტები ჩამოვიდნენ საქართველოში პროფესორ აქსელ ბლოკის თანხლებით და ორკვირიანი გადაღებები აწარმოეს ქართველ სტუდენტებთან ერთად. ფილმის პოსტ პროდაქშენი გერმანიაში გაკეთდა. მისი ოფიციალური პრემიერა 2-7 მაისს თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე „ამირანი“ იგეგმება, რომელსაც გერმანელი სტუმრებიც დაესწრებიან და ქართველ კოლეგებთან ერთად წარადგენენ ერთობლივ ნამუშევარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები