„კარმენის“ კიდევ ერთი წარმატება

ავსტრალიის ქალაქ პერტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე FRINGE WORLD – 2015 ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის მიერ მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმულმა „კარმენმა“ გაიმარჯვა. ქართველი მსახიობები ნომინაციში DANCE AWAR საუკეთესოებად დასახელდნენ.
სპექტაკლის პრემიერა ორი წლის წინ ლონდონში შედგა და 50 -წუთიანმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. „კარმენი“ თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც წარმატებით ითამაშეს. ერთმოქმედებიან ქორეოგრაფიულ დრამაში გამოყენებულია ბიზე-შჩედრინის მუსიკა და პროსპერ მერიმეს ლიბრეტო. კოსტიუმების მხატვარია ანანო მოსიძე, განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი, ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი. კარმენს ანა ალექსიშვილი თამაშობს, ხოსეს – ბაჩო ჩაჩიბაია, ტორეადორს – არჩილ სოლოღაშვილი, ლეიტენანტს – გიორგი ტორიაშვილი.
ქორო: ქეთევან ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ანა წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ლევან კახელი და გიგი ქარსელაძე.
ქორეო-დრამა „კარმენი“ თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრისა და „მუვინგ თეატრეს“ (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ნაწარმოებია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტში. მასში გაერთიანებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, საფრანგეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები