საქართველო ევროკავშირის პროგრამის Creative Europe-ის წევრი ქვეყანა ხდება

დღეს დაიწყო საქართველოს კლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში. ვიზიტის მიზანი ევროკავშირის პროგრამაში – Creative Europe-ში („შემოქმედებითი ევროპა“) საქართველოს გაწევრიანებაა.
დღესვე, 18:30 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ბელგიაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს ქართველ წარმომადგენლებს შეხვდებიან.
24 თებერვალს, 10:30 საათზე დაგეგმილია მინისტრის სტუმრობა ნატიფი ხელოვნების სასახლეში BOZAR და შეხვედრა სასახლის დირექტორთან ბატონ Paul Dujardin-თან.
24 თებერვალს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტიბორ ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – Creative Europe-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი ხდება.
Creative Europe („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:

http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები