მხატვარ თათია სხირტლაძესთან შეხვედრა გაიმართება
24 თებერვალს, 18:30 საათზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიმართება შეხვედრა და პრეზენტაცია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ მხატვართან თათია სხირტლაძესთან. თათია სხირტლაძე დაიბადა 1976 წელს თბილისში, 1999 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ავსტრიაში. თათიას ნამუშევრები და სახელოვნებო პროექტები ორიენტირებულია დროში განგრძობითობაზე და გარემოზე. 2011 წლიდან იგი ასწავლის ვიდეოხელოვნებას ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში.