ინგუში და ჩეჩენი ხალხის დეპორტაციის 71 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინგუში და ჩეჩენი ხალხის დეპორტაციის 71 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.
საღამოს დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები. საღამო დაიწყება დეპორტაციისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებით. ორგანიზატორები არიან; გელანი ხალუხაევი, მექა ხანგოშვილი და ამირან არაბული. დასწრება თავისუფალია.