საქართველო ევროკავშირის პროგრამა “კრეატიული ევროპას” წევრი ხდება

 საქართველო ევროკავშირის პროგრამა „კრეატიული ევროპას“ წევრი ხდება. აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საქართველო ერთადერთი ხელმომწერი ქვეყანაა. ცნობილია, რომ შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს, პროგრამის საწევროს ნახევარს, წელიწადში დაახლოებით 40 ათას ევროს დაუფინანსებს. საქართველოს კულტურის მინისტრი ბრიუსელში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ორშაბათს გაემგზავრება. “პრაქტიკულად, საქართველო კულტურის სფეროში ხდება ევროკავშირის წევრი. კრეატიული ევროპა ეს არის პროგრამა, რომელიც შექმნილია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის. 24 თებერვალს, ამ ხელმოწერით, ჩვენ ვუერთდებით აღნიშნულ პროგრამას”- აცხადებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები