„ყირიმი უკრაინაა“ – ევრომაიდანზე რუსეთის ქმედებებს აპროტესტებენ

  კიევში, ევრომაიდანზე საყოველთაო შეკრებისთვის ემზადებიან. დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები ყირიმში რუსეთის ქმედებებს ლოზუნგით „ყირიმი უკრაინაა“ გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ დღესვე კიევში რადას საგანგებო სხდომა იგეგმება. დეპუტატები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, რადას გადაწყეტილებით დეპუტატებმა, შესაძლოა, გააუქმონ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთს უფლება ჰქონდა ყირმიში საკუთარი ფლოტი ჰყოლოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები