თბილისში აზერბაიჯანელი მომღერლის ბულბულ მამედოვის სკულპტურა გაიხსნა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოჩენილი აზერბაიჯანელი მომღერლის (ტენორი) ბულბულ მამედოვის სკულპტურული პორტრეტის გახსნას დაესწრო. ქანდაკება თბილისის მერიის ორგანიზებით მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. ღონისძიებას გამოჩენილი აზერბაიჯანელი ტენორის ვაჟი – მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ფოლად ბულბულოღლიც ესწრებოდა. ამავე დღეს შედგა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში წიგნის „ფოლადი – საქართველოს მეგობარი“ პრეზენტაცია (წიგნის რედაქტორი, პროფესორი ვალერი ასათიანი). 21 თებერვალს, 19:00 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში ფოლად ბულბულ ოღლის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სომფონიური ორკესტრი. დირიჟორი – აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ჯავანშირ ჯაფაროვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები