ორი ლიტერატურული და ერთი საბავშვო ჟურნალის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დღეს, საქართველოს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ ორი ლიტერატურული და ერთი საბავშვო ჟურნალის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.
ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჟურნალებს – „არილს“, „ახალ საუნჯეს“ და „დილას“ დააფინანსებს.
კონკურსი ორი სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად 24 იანვარს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს. კონკურსის პირობები და საკონკურსოდ წარსადგენი დოკუმენტაცია განთავსებული იყო სამინისტროს ვებგვერდზე: www.culture.gov.ge და საქართველოს მწერალთა სახლის ვებგვერდზე: www.writershouse.ge . კონკურსის მიზანია სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.