ოვანეს თუმანიანის ხსოვნას პატივი მიაგეს

19 თებერვალს, ყოველთა სომეხთა პოეტის – ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა. როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც თბილისში მცხოვრებმა სომხებმა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონში, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს დიდი სახალხო მწერლის მიმართ და ქედი მოიხარეს მისი ხსოვნის წინაშე. დიდი თუმანიანის საფლავთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით პანაშვიდი შესრულდა. ცერემონიის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა თბილისელ სომეხ ინტელიგენციას, ერის დიდებულთა ხსოვნის პატივისცემისათვის. ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ასევე თბილისის მერიის ზრუნვასა და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მზრუნველობას ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები